Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისი-რიგა - 1 ოქტომბრიდან Wizzair-ის რეისები შესრულდება


პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღგენის თაობაზე. ავიაკომპანია WizzAir თავდაპირველად რეისებს კვირაში ერთხელ განახორციელებს.

„დღეს უკვე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ეს იქნება WizzAir -ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1 რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად მაგრამ ფრთხილად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კეთდება ჩვენი მოქალქეების ინტერესებში და უპირობოდ მათი ჯანრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა თითქმის 6 თვეა, რაც შეზღუდა. ამ ეტაპზე საქართველოდან ფრენებს მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო დაერთი ადგილობრივი ავიაკომპანია ახორციელებს, რომელთა ბილეთის ფასებიც მანამდე ბაზარზე არსებულ მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება.

XS
SM
MD
LG