Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 10 დღეში კორონავირუსი აჭარაში 1 500-ზე მეტ პირს დაუდგინდა


ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1 533 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლესობა, 64 პროცენტი (979 შემთხვევა) აჭარაზე მოდის. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ახლა აჭარაში ისეთი მდგომარეობაა, როცა ინფიცირებულთა კლასტერებად დაყოფა უკვე შეუძლებელია.

საქართველოში ვირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკა 10 სექტემბერს დაიწყო. ამ დღეს ქვეყანაში ვირუსი სულ 57 პირს დაუდგინდა, მათგან 25 კი აჭარაზე მოდიოდა. 12 სექტემბრიდან დღემდე კი აჭარაში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 100-ზე დაბალი არ ყოფილა, რაც სხვა კუთხეებში ინფიცირების მაჩვენებელს ორჯერაც კი აღემატებოდა.

ვირუსი რეგიონში მას შემდეგ გავრცელდა, რაც "დონას კლასტერი" შეიქმნა. ვირუსი საკონდიტროს თითქმის ყველა თანამშრომელს დაუდასტურდა.

დღეს დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 187 პირს დაუდგინდა, საიდანაც 116 აჭარაზე მოდიოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG