Accessibility links

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო


საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტი აფხაზეთიდან იყო და ოკუპირებული რეგიონიდან ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ მას ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ.

60 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, 20 სექტემბერს გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს, 21 სექტემბერს, მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე დადასტურებული აქვს კორონავირუსით 7 ადგილობრივი მცხოვრების გარდაცვალება. ჯერჯერობით უცნობია, ე.წ. ოპერატიული შტაბი ამ სტატისტიკას დაამატებს თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG