Accessibility links

site logo site logo

თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას


​თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს და ინფორმაციას თავადვე გაავრცელებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო უფასო ტესტირებისთვის კარვები ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში ფუნქციონირებს.

საქართველოში ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს სცდება. საქართველოში ვირუსი ბოლო 10 დღეში 1 500-ზე მეტ პირს დაუდგინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG