Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 21-ე პაციენტი


ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 77 წლის ქალი.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი 20 სექტემბერს, დილით მიიღეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

"პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ - განაცხადა "ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.

20 სექტემბერს, "ბომონდში" გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული სოხუმელი პედაგოგი ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში 19 სექტემბერს გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG