Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ-პაციენტებისათვის 82 რეანიმაციული საწოლია გამოყოფილი


საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტებისათვის, 82 რეანიმაციული საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატია მობილიზებული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდავის სამინისტრომ მიაწოდა.

22 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში 16 კრიტიკული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა. ბოლო 24 საათში, 4 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რომელიც უწყებამ რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, მარტში, მიაწოდა, ქვეყანაში, სულ 2000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატია, თუმცა, მათი 50-60% დაკავებულია სხვა დაავადებისა თუ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტების მიერ.

ასევე პანდემიის დასაწყისში, მარტში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტებისათვის მობილიზებული იყო 150-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი.

დარგის სპეციალისტების ანალიზის თანახმად, ვირუსი ინფიცირებულთა მხოლოდ 5%-ში მიმდინარეობს მძიმედ. კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, კიდევ უფრო მცირეა.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. სულ გარდაცვლილია 25 პაციენტი.

ამავე თემაზე:

აჭარაში კოვიდპაციენტებისათვის 102 საწოლია თავისუფალი

2522 კოვიდ-საწოლიდან 1342 დაკავებულია - ჯანდაცვის სამინისტრო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG