Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შპიგელი: გერმანიის კანცლერმა ნავალნი მოინახულა ბერლინის კლინიკაში


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სრულიად საიდუმლოდ მოინახულა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“. ამის თაობაზე იტყობინება გერმანული გამოცემა „შპიგელი“. ჟურნალისტების თანახმად, ასეთი უჩვეულო ტესტით მერკელს სურდა ოპოზიციონერისთვის გერმანიის მთავრობის სოლიდარობა გამოეცხადებინა. სხვა დეტალების შესახებ „შპიგელი“ არ იტყობინება.

„შარიტეში“ ნავალნი მოხვდა მას მერე, რაც გერმანიის მთავრობის თანახმად, ის მოწამლეს.

საავადმყოფოში ნავალნიმ სულ 32 დღე დაჰყო, მათგან ორი კვირა ის ხელოვნურ კომაში იყო.

22 სექტებრს ის „შარიტედან“ გამოწერეს და ახლა რეაბილიტაციას გადის გერმანიაში.

გერმანიის ბუნდსვერის ლაბორატორიასთან ერთად ორმა სხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნის ორგანიზმში მიაგნეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის კვალს.

ევროკავშირმა და აშშ-მა მოუწოდეს რუსეთს გამოიძიოს ნავალნიზე თავდასხმა. რუსეთი თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის, რადგან რუსეთში ნავალნისგან აღებული ანალიზებით არ დადგინდა შხამის კვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG