Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქო კომისიაში ლაშა ქველაძე ამბობდა, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერი საოლქო კომისიაში აქციის წევრების მისამართით იგინებოდა, რასაც მისი მხრიდან შენიშვნა მოჰყვა, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. „ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. ამავე დროს, შენობის გარეთ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთზე იწევდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ.
დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად პოლიცია ჩაერია.

„ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა 22-ე საარჩევნო ოლქის საუბნო კომისიებში თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების დანიშვნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიების თანამდებობებზე არჩევნები არაობიექტურად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩატარდა.

როგორც რადიო თავისუფლებას შს სამინისტროდან აცნობეს, მარნეულში მომხდარი დღევანდელი „ძალადობის“ ფაქტზე საქმე სს კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG