Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობა რომ გალში დააკავეს კაცი „აფხაზური დროშის“ დაწვის გამო


ირაკლი ბებუა
ირაკლი ბებუა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს. სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ირაკლი ბებიამ ე.წ. აფხაზური დროშა დაწვა გალში, „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.

ვიდეოში კი, სადაც ირაკლი ბებუა, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით, მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.

სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლები ვიდეოს აქტიურად ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ დაკავებული სასტიკად უნდა დაისაჯოს. ნაწილის წერს, რომ საჯაროდ უნდა დახვრიტონ ან დაწვან. არის ზოგადად ქართველების მიმართ მუქარის შემცველი კომენტარებიც, რომ არ უნდა დაინდო, რადგან არ შეუძლიათ „დამარცხების აღიარება“. ასევე სოციალური ქსელით ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებული ირაკლი ბებუა სოხუმშია გადაყვანილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ირაკლი ბებუას თემაზე ამოქმედებულია „ცხელი ხაზი". სუს-ი ამ თემაზე განცხადებას 1 ოქტომბერს გაავრცელებს.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში ნახსენები იყო გვარი ბებია, დაზუსტების შემდეგ ნიუსში შევიდა შესწორება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG