Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს "ალტერნატიული ნობელი" მიენიჭებათ ბელარუსელ აქტივისტს და ირანელ უფლებადამცველს


ირანელი უფლებადამცველი ნასრინ სოტუდეჰი (მარცხნივ) და ბელარუსელი აქტივისტი ალეს ბიალიაცკი.
ირანელი უფლებადამცველი ნასრინ სოტუდეჰი (მარცხნივ) და ბელარუსელი აქტივისტი ალეს ბიალიაცკი.

ბელარუსელ პროდემოკრატიულ აქტივისტს და პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს, ამერიკელ და ნიკარაგუელ აქტივისტებთან ერთად, მიენიჭათ Right Livelihood-ის პრემია, რომელსაც „ალტერნატიულ ნობელსაც“ უწოდებენ.

Right Livelihood-ის ფონდმა, რომელსაც სტოკჰოლმში უდევს ბინა, 1 ოქტომბერს ბელარუსელი უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიასნა“ დაასახელა „მათი მტკიცე ბრძოლისთვის ბელარუსში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციის საქმეში.“

ნასრინ სოტუდეჰს, რომელიც იცავდა ირანელ აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში თავსაფრის მოხდისთვის დასჯილ ქალებს, ჯილდო მიენიჭა „ირანში პოლიტიკური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებებისთვის ხელის შესაწყობად უშიშარი აქტივიზმისთვის დიდი პირადი რისკის ფასად.“

კონკურსის ყოველი გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1 მილონი შვედური კრონის ოდენობით (110100 აშშ დოლარი) და 3 დეკემბერს ვირტუალური ცერემონიის დროს დაჯილდოვდება.

Right Livelihood-ის ყოველწლიური პრემიით, რომელიც 1980 წელს დაარსდა, აღინიშნება ღვაწლი, რომელიც, პრემიის დამაარსებლის, გერმანელ-შვედი ფილანთროპის, იაკობ ფონ უექსკულის აზრით, უგულებელყოფილი რჩებოდა ნობელის კომიტეტის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG