Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: თბილისის ყოფილ იპოდრომზე ცენტრალური პარკი გაშენდება


ყოფილი იპოდრომი
ყოფილი იპოდრომი

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს და იქ „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი.

კალაძის განცხადებით, პარკის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და პროექტი, რომელზეც ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, თითქმის დასრულებულია. მერის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გამოცხადდება მშენებლობის დაწყების თარიღი, პარკი კი, სამ წელიწადში აშენდება.

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ფონდი იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი, სადაც ყველას ექნება დასვენების შესაძლებლობა. „თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, – განაცხადა ჩხეტიანმა. მან და კახა კალაძემ დღეს მოაწერეს ხელი მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის საჩუქრად გადაცემის დოკუმენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG