Accessibility links

site logo site logo

წყალმომარაგების კომპანია: გორში სასმელი წყალი ნორმებს აკმაყოფილებს


ფოტოარქივი. 2007 წ.

გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. ინფორმაციას ამის შესახებ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ავრცელებს.

"წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული. გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული", - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გორში წყლით ინტოქსიკაციაზე ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება. დღეს ამ მიზეზით სკოლაში არ წავიდა 170-მდე მოსწავლე. წინა დღეებში ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამის პასუხად აცხადებდნენ, რომ სასმელი წყლის მასიურ დაბინძურების ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG