Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები იხსნება თბილისის აეროპორტიდან 7 ავიარეისზე და ქუთაისიდან - 3-ზე


მთავრობის ახალი დადგენილებით, 1 ნოემბრიდან შეზღუდვა არ გავრცელდება დამატებით შვიდ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორთსან.

19 ოქტომბერს მიღებული დადგენილების თანახმად, ეს რეისებია:

  • დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
  • ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
  • ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
  • მილანი (ICAO-ის კოდი LIME).

რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, შეზღუდვები მოიხსნა შემდეგ რეისებზე:

  • კატოვიცე;
  • ვილნიუსი;
  • დორტმუნდი;

13 ივლისიდან შეზღუდვები არ ვრცელდებოდა თბილისიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის რეისებზე.

პირველი ოქტომბრიდან რეისები სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის.

XS
SM
MD
LG