Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყოს გამოძიება გელათის დაზიანების ფაქტზე — საია


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მიმართავს განცხადებით, დაიწყოს გამოძიება „გელათის“ დაზიანების ფაქტზე.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში არსებულ მდგომარეობას უკავშირებს მცირე ხარვეზებს. სინამდვილეში ეს არის არა მცირე ხარვეზები, არამედ ეს არის ძეგლის დაზიანება, რომელზეც პასუხი უნდა აგოს როგორც [სამუშაოების შემსრულებელი] კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის მონასტრის სარებილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.

ახლა ტაძარს, სახურავის გამოცვლამდე, დროებით თუნუქით გადახურავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG