Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფოს ექიმების ინფიცირების გამო ახალქალაქში დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება გახდა ​საჭირო


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ბოლო 24 საათში ახალქალაქის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ მიზეზით მუნიციპალიტეტში ნინოწმინდიდან და ასპინძიდან დამატებითი ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. ინფორმაცია დაადასტურეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმაც.

13 ინფიცირებულს შორის არიან როგორც ექიმები, ისე ექთნები.

კორონავირუსი დაუდასტურდა ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალსაც. ინფიცირებულია 13 პირი.

სულ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 194 პირს დაუდასტურდა. მათგან 60 სამედიცინო პერსონალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG