Accessibility links

logo-print logo-print

მძევლები იმყოფებიან ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში


ამ წუთებში ზუგდიდში სამართალდამცველების სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, შეაირაღებულმა მამაკაცმა ბანკის რამდენიმე მომხმარებელი და თანამშრომელი მძევლად აიყვანა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელზე დაყრდნობით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა და შენობაში მყოფებს მუხლებზე დაჩოქება მოსთხოვა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა განგაშის ღილაკისთვის ხელის დაჭერა მოასწრო. რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიაღებულმა პირმა ბანკის შენობიდან გასვლის საშუალება მისცა ხანდაზმულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG