Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არჩევნებისთვის Deepfake-ს ამზადებს


"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მან დღეს, 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება გახშირდა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროგრამის გამოყენებით არის დაგეგმილი გარკვეული მასალის მომზადება", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის მათი ხელისუფლებაში დარჩენა აუცილებელია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG