Accessibility links

logo-print logo-print

თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური იმართება - ხმების 100% დათვლილია


31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით თბილისში მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. ხმების 100 პროცენტის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ ვერცერთმა კანდიდატმა აიღო ხმების 50 პროცენტი, რაც აუცილებელი იყო პირველივე ტურში გასამარჯვებლად.

8 ოლქიდან მხოლოდ ერთ ოლქში, გლდანში ლიდერობს ოპოზციური კანდიდატი, დანარჩენ შემთხვევებში კი ლიდერი მმართველი პარტიაა.

  • მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 44,81%, შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) - 29,45%,
  • ვაკე - ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) - 42,24%, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) - 35,55%;
  • ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 43,76%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 25,01%;
  • გლდანი - ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 43,88%, ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 42,69%;
  • სამგორი - სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) - 45,87%, ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 39,18%;
  • ისანი - კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) - 46,74%, ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) - 27,23%;
  • დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი (ქართული ოცნება) - 42,69%, ზურა ჯაფარიძე (გირჩი) - 21,09%;
  • საბურთალო - დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) - 43,23%, ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) - 19,16%.

ცესკომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების დათვლა დაამთავრა. ბოლო მონაცემებით პარლამენტში 9 პარტია შედის, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" უმრავლესობით.

ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 926 959 ხმა (48,15 %);
  • „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 522 463 ხმა (27,14 %);
  • „ევროპული საქართველო“ – 72 752 ხმა (3,78 %);
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 592 ხმა (3,15 %);
  • „ლელო“ – 60 691 ხმა (3,15 %);
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 60 493 ხმა (3,14 %);
  • „გირჩი“ – 55 600 ხმა (2,89 %);
  • „მოქალაქეები“ – 25 534 ხმა (1,33 %);
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 19 281 ხმა (1 %).
  • სხვა პარტიებმა 1%-იანი ზღვარი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი იყო, ვერ გადალახეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG