Accessibility links

site logo site logo

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს ოპოზიციის აქცია


ვადამდელი საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს ოპოზიციის აქცია. შეკრების ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ უარს აცხადებენ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და მოპოვებულ მანდატებზე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე რეგიონის უმაღლეს საბჭოში.

ბათუმში შეკრებილ ოპოზიციას ჯერ არ გადაუწყვეტია, რეგიონში გააგრძელებენ პროტესტს თუ 8 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც 31 ოქტომბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის უფლება მოიპოვა, თუმცა ის უარს ამბობს მანდატებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG