Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ABC News-ის ეთერში, თბილისში გახსნილი უბანი უჩვენეს, ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას


ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში, ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის თემაზე ჩართვის დროს ჟურნალისტებმა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილი უბნის ფოტო შეცდომით გამოიყენეს. ეს ფოტო ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების ფოტომასალასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მიმდინარე ამბის ამსახველი ფოტო შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში მიმდინარე პროცესის გაშუქებისას ერევათ. უფრო ადრე 27 აპრილს ამერიკულმა საკაბელო არხმა, FOX News-მა მარნეულის პროტესტი გააშუქა როგორც აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე აქცია.

XS
SM
MD
LG