Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ივანიშვილს ჟვანიას გადასაყენებლად 20:00 საათამდე აძლევს დროს


პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად ვადას 20:00 საათამდე აძლევენ. ოპოზიციის მოთხოვნა გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააჟღერა.

"8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი. გადააყენოს ჟვანია, გამყალბებელი, და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ივანიშვილო, საქართველო არის ეს, შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა. თუ არ წახვალ, გაგიშვებთ, უკან დასახევი გზები ჩახერგილია", - თქვა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, სამომავლო გეგმებს გააცნობენ საზოგადოებას.

აქცია პარლამენტის წინ 15:30 საათისთვის დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ ცესკოს შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კვლავ უმრავლესობაში რჩება "ქართული ოცნება". ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მმართველი პარტია კი დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG