Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ცესკოს შენობის წინ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ


ცესკოსთან მიმდინარე აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებით ჯგუფები და სპეცდანიშნულების რაზმები.

ცესკოს პიკეტირებისკენ პარლამენტის წინ ჩატარებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოუწოდა. „დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს“ - თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ეს ოპოზიციის მიერ გაწერილი გეგმის ერთი ნაწილია.

ცესკოს წინ აქცია გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG