Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი პოლიციას მოუწოდებს შეწყვიტოს არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ


საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა და „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

„მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!“ - წერს ომბუდსმენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG