Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესები გაგრძელდება 11 ნოემბერს


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს აქტივისტებმა ნოდარ რუხაძემ და გიორგი მჟავანაძემ პროცესების შემდეგ სასამართლოს შენობა დატოვეს. როგორც რუხაძემ თქვა, მისი საქმის განხილვა ხვალ, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე გაგრძელდება.

„მე რაიმე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რადგან ვხედავთ როგორ აყალბებს ამ საქმეს პოლიცია. ცხადია, ეგ ყველაფერი ახალი არ არის! ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ", - ამბობს რუხაძე.

გიორგი მჟავანაძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დასრულდება სასამართლო პროცესი.

9 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების (რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს) საფუძველზე დააკავეს რუხაძისა და მჟავანაძის გარდა, დააკავეს „სირცხვილია"-ს კიდევ ერთი წევრი ლექსო მაჭავარიანი, რომელიც სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

„სირცხვილია" არ დაემორჩილა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს და დილის 05:00 საათამდე დარჩა პარლამენტის წინ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. სწორედ, ამიტომ მათ სჭირდებათ აქციაზე შეშის მიტანა და ცეცხლის დანთება. პოლიციელებმა კი აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ შეშის მიტანის საშუალება არ მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG