Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ახალი სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ამჯერად მიჩიგანში კენჭისყრაზე


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში შეიტანა ახალი სარჩელი, რაც მიზნად ისახავს, გაუქმდეს ხმების დათვლა საკვანძო მნიშვნელობის შტატ მიჩიგანში, სადაც მისმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მიჩიგანში მოგებამ დიდი როლი ითამაშა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებაში.

სარჩელი, რომლის შესახებ 11 ნოემბერს გამოცხადდა, უკანასკნელია სარჩელების სერიაში, რომლებიც ტრამპის საარჩევნო შტაბმა შეიტანა სასამართლოში 3 ნოემბრის, არჩევნების დღის შემდეგ.

7 ნოემბერს აშშ-ის მედიამ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ცნო ბიულეტენების დათვლის პროცესზე დაკვირვებით. არჩევნების ბედი საბოლოოდ გადაწყდა პენსილვანიის შტატში, სადაც ბაიდენის გამარჯვებამ ნათელყო, რომ ის საარჩევნო კოლეგიის ხმების საკმარისზე მეტ რაოდენობას აგროვებს საბოლოო გამარჯვებისთვის.

ტრამპი განაგრძობს დაუსაბუთებლად განცხადებების კეთებას იმაზე, რომ არჩევნები თითქოს გაყალბებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG