Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეშა კრიმინალი არ არის" - შსს-სთან აქცია გაიმართა


მოქალაქეების ნაწილმა, რომელიც 9 ნოემბრის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის მიტანის დროს სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას აპროტესტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოსთან, კახეთის გზატკეცილზე აქცია გამართა. მათ იქ შეშა და ბანერები მიიტანეს.

"შეშა კრიმინალი არ არის", "შეშაც კრიმინალია?!" - ეწერთა ბანერებზე აქტივისტებს.

9 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების (რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს) საფუძველზე 3 პირი დააკავეს. მათ შორის ლექსო მაჭავარიანი 1000 ლარით დააჯარიმეს, ნოდარ რუხაძე 1500 ლარით, გიორგი მჟავანაძეს კი 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოქალაქეები მთავრობის მიერ დაწესებულ იმ შეზღუდვას აპროტესტებდნენ, რომლითაც 7 ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

XS
SM
MD
LG