Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვები საკმარისი არ არის და კიდევ გამკაცრდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოქმედი შეზღუდვები საკმარისი არ არის და კიდევ გამკაცრდება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ამ საკითხზე მოსაზრებები შეხვედრაზე გააჟღერა.

"შეზღუდვები გარკვეული დაწესებულია და არ არის საკმარისი და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობა, საღამოსაც გაიმართება და კიდევ იქნება შეხვედრა", - თქვა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მხოლოდ შეზღუდვები საკმარისი არ არის და აღსრულების ნაწილია მნიშვნელოვანი.

მან, ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა, რა ტიპის შეზღუდვების დაწესება განიხილება.

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მძიმე ეპიდისტუაციის გამო საქართველოს 7 ქალაქში 22:00 საათიდან შინიდან გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 22:00 საათიდან კვების ობიექტების სტუმრებს აღარ იღებენ. მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ქუჩაშიც და დახურულ სივრცეებშიც პირბადით იარონ, დახურულია სკოლები და ბაღები.

XS
SM
MD
LG