Accessibility links

logo-print logo-print

"TV პირველი" "დღის ამბების" ორმა წამყვანმა დატოვა


"TV პირველი" ორმა წამყვანმა და პროდიუსერმა დატოვა. სამივე მათგანი ერთსა და იმავე გადაცემაზე, "დღის ამბებზე" მუშაობდა.

არხი დატოვა "დღის ამბების" წამყვანებმა თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ და პროდიუსერმა ნათია ზოიძემ. ზოიძესთან და ჩიხლაძესთან "რადიო თავისუფლებამ" დაკავშირება ვერ შეძლო, თუმცა მათ "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ არხის დატოვების გადაწყვეტილება სარედაქციო საკითხს არ უკავშირებდა.

იმავეს ამბობს თეონა ბაკურიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

"თანამშრომლობის რესურსი ჩემი მხრიდან ამოიწურა. ჩემი მხრიდან - იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ მათ ჰქონდათ შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი", - ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა ბაკურიძე.

ბაკურიძე "TV პირველში" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა, ზოიძეც ამავე არხის დატოვების შემდეგ დასაქმდა "დღის ამბებში", ჩიხლაძე კი "იმედიდან" წამოსვლიდან რამდენიმე თვეში.

"TV პირველის" დირექტორმა, ვატო წერეთელმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ივნისში "TV პირველი" დატოვა "პოლიტმეტრის" გუნდმაც - ორმა წამყვანმა, პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა. მათი ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა არხზე ახალი მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის მისვლას. მელაძე მანამდე "მთავარ არხში" მუშაობდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მისი "TV პირველზე" გადასვლის შემდეგ კი ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურის ჩამოსცილდა. მიზეზი "ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევა" იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG