Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისზე თავდამსხმელი დააკავეს - ყველა მძევალი თავისუფალია


თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თქვა, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. როგორც მან თქვა, მძევლად ცხრა ადამიანი იყო აყვანილი.

„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და პოლიციის სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული. შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია", - თქვა ვაჟა სირაძემ.

„ემ-ბი-სიში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ვიდეოში, რომელიც 06:05 წუთი გრძელდებოდა, ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა კონკრეტული თანხის გადაცემას. თავდამსხმელი ოფისში ნიღბის გარეშე იმყოფებოდა და მას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ჰქონდა. თავდასხმის შესახებ დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის გახდა ცნობილი.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG