Accessibility links

site logo site logo

ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმას მარკირების გარეშე აძლევდნენ


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მარკირებას არც უმოწმებდნენ და არც ხმის მიცემამდე უკეთებდნენ. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ასეთი შემთხვევა გადაიღო. ამის შემდეგ უბანზე მარკირების პროცედურის ჩატარება დაიწყეს. ცესკო-ს წარმომადგენელმა გივი ნატროშვილმა გვითხრა, რომ უბანზე მარკირების პროცედურა დაირღვა, თუმცა, გამოსწორებადიაო.

კახეთის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში მიმდინარეობს. მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად კენჭისყრა ტარდება ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბანზე.

მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად მისი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენშია, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG