Accessibility links

site logo site logo

ევროპა წინასწარ ნაბიჯებს დგამს შობის დღესასწაულის წინ "ლოკდაუნის" შესამსუბუქებლად


კორონავირუსის მძვინვარე მეორე ტალღის ფონზე, ევროპაში ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს ე.წ. ლოკდაუნის შემსუბუქების შესაძლებლობას, რადგან იკვეთება ნიშნები, რომ შეზღუდვის ზომები პანდემიის შენელებას იწვევს.

ჯანდაცვის პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობა აქტუალური გახდა შობის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, როცა იზრდება შეშფოთება შემზღუდველი ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგების შესახებ. ამ ზომებმა მძიმე დარტყმა მიაყენა სავაჭრო და სერვისის სექტორებს, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ "ლოკდაუნის" გახანგრძლივება შეაჩერებს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას და ძლიერ რეცესიას მოიტანს.

მომავალ კვირაში მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრებს და გამოაცხადებს 30 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებული "ლოკდაუნის" წესების ნაწილობრივ შემსუბუქებას. მაღაზიები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ გახსნას და ისეთი "არააუცილებელი" საქონლის გაყიდვას, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 2 დეკემბერს გეგმავს ინგლისის მასშტაბით მოქმედი "ლოკდაუნის" დასრულებას.

პოლონეთში ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, თუმცა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მაღაზიები სრულად გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG