Accessibility links

logo-print logo-print

ტიკარაძის თქმით, საქართველოში მობილიზებული საწოლფონდი შეიძლება ორჯერ დიდ ქვეყანას მოემსახუროს


ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე. ის ამბობს, რომ პაციენტების სამკურნალოდ საქართველოში საწოლების რაოდენობა საკმარისია.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, რა კატეგორიის პაციენტები არიან საქართველოში კლინიკებში განთავსებულნი. ასევე გავაკეთეთ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად გვაქვს საქართველოში დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად, რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მის, როგორც რისკის მქონე პაციენტის სტატუსს“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1012-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3958 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG