Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა კი არა, გაცილებით მეტი გვაქვს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ამას ტესტები ადასტურებს.

"ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს. 4 ათასამდე შემთხვევაა, რაც ვლინდება და დიაგნოსტირდება, ეს არიან ადამიანები, ვისაც სიმპტომები აწუხებთ, მიდიან დასატესტად და ა.შ. დანარჩენი არიან უსიმპტომოები ან მსუბუქი შემთხვევები, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება... ჩვენ რომ ვამბობთ, მსოფლიოში 59 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ეს 59 მილიონი კი არ არის, სამჯერ მეტია. 59 მილიონი არის, ვინც ლაბორატორიულად დადასტურდა", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

გასულ 24 საათში გამოვლენილი 3 128 შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG