Accessibility links

logo-print logo-print

შიდა ქართლში დამატებით საწოლები გამოჰყვეს


„გორმედმა“ Covid-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო.

გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის პარალელურად, Covid-პაციენტების სტაციონარულ მართვაში ჩაერთო „გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორის, ხაშურის და ქარელის Covid-კლინიკებში 247 სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50).

„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ამ დროისთვის Covid-კლინიკებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტი მკურნალობს. „მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, Covid-კლინიკებში 250-მდე სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია. ამ დროისთვის, „გორმედის" ქსელის Covid-კლინიკებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტი იმართება და კიდევ რამდენიმე პაციენტის გადმოყვანას ველოდებით. 13-ის მდგომარეობა მძიმეა და ეს პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან", - თქვა ხათუნა შრუბმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG