Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს


შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი აქტივისტი სამართალდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს თბილისის საქალაქო სასამართლო შსს-ს მიმართვიდან 24 საათის განმავლობში განიხილავს.

ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, სხვა აქტივისტებსა და პოლიტიკოსებთან ერთად, აპროტესტებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, პარლამენტის შესასვლელთან დამონტაჟებულ რკინის ბარიერებზე წარწერები გაეკეთებინათ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

XS
SM
MD
LG