Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩები ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ


"ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარე გრიგოლ ვაშაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარე გრიგოლ ვაშაძე

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი განაგრძობენ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ცესკო-ს ხელმძღვანელების შეცვლას და ახალი არჩევნების ჩატარებას.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დღეს დილით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კონსულტაციებისთვის მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ. მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG