Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე კარავში გაათენა


საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მეორე დღეა გრძელდება სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტთა საპროტესტო აქცია. ნაწილმა ღამე კარავში გაათენა. როგორც თავად ამბობენ, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუჯარიმებია 21:00 საათიდან გარეთ ყოფნის აკრძალვის დარღვევის გამო.

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა კვეკვესკირმა მედიას უთხრა, რომ მათი მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები, „კომენდანტის საათის“ გაუქმება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევნების" წარმომადგენლის, დავით ნებიერიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს ბრძოლისა და თვითორგანიზების უნარი და შეძლებისდაგვარად შეუერთდნენ აქციას, რომელიც უწყვეტი რეჟიმით გაგრძელდება.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს შეღუდვები, მათ შორის 21:00-დან 05:00 საათამდე აკრძალულია ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG