Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გაივლის ჩინეთისკენ მიმავალი პირველი სატვირთო მატარებელი


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, 2017 წლის 30 ოქტომბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, 2017 წლის 30 ოქტომბერი

თურქეთიდან დაიძრა პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჩინეთში ჩავა.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ მატარებელი, რომელიც მცირე ხნით შეჩერდა კოჯაელის პროვინციაში, თურქეთის ტერიტორიას 8 დეკემბერს დატოვებს, შემდეგ ახალქალაქში გაჩერდება და საქართველოდან აზერბაიჯანის და ყაზახეთის გავლით ჩინეთში ჩავა. სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო მატარებელმა 8693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG