Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ყველას შევუწყვეტთ დეპუტატობის მანდატს, ვინც განცხადებას წარმოადგენს


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა იმ დეპუტატს შეუწყდება სადეპუტატო მანდატი, რომელიც შესაბამის განცხადებას წარადგენს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"საპარლამენტო უმრავლესობა, მათივე განცხადების საფუძველზე, შეუწყვეტს საპარლამენტო მანდატებს ყველა იმ დეპუტატს, ვინც ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალური ოპოზიციის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას", - განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე, გუშინ საღამოს, ელჩების თანდასწრებით ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებს, რომლებიც დეპუტატობაზე უარს იტყოდნენ, სხვადასხვა გზით ამ პროცესს გაუჯანჯლებდნენ და სტატუსს არავის შეუჩერებდნენ.

"თუ ის პარტიები, რომლებიც არიან ამბოხის მომხრე, ძალიანაც კარგი. რაც შეეხებათ, ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან ამბოხის მომხრე, არც წარმოადგენენ შესაბამის განცხადებებს", - დასძინა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

​დღევანდელი მოცემულობით, დაზუსტებით ცნობილი არაა, რომელი ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG