Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტრატეგია აღმაშენებელი" მანდატებზე უარს იტყვის და საპარლამენტო სიებს "ჩახსნის"


​"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის და საპარლამენტო სიებს "ჩახსნის". ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

"ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა გუნდში და რაღა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ბოიკოტს", - თქვა მან და დასძინა, რომ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები გრძელდება.

პარტია პარლამენტში 4 მანდატით იყო წარმოდგენილი.

"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა აღარ გაახანგრძლივოს მანდატების დათმობის პროცედურა და ყველა იმ პირს დაუკმაყოფილოს, რომელიც შესაბამისი განცხადებით მიმართავს პარლამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG