Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მოკლულია მისი ოთხი სამხედრო


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ თვეში სომხეთის ძალებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისი ოთხი სამხედრო იქნა მოკლული.

სამინისტროს 13 დეკემბრის განცხადებაში არ არის ნახსენები, სად დაიღუპნენ ეს სამხედროები. ნახსენებია მხოლოდ, რომ ეს მოხდა იმ არეალში, რომელიც აზერბაიჯანის ჯარებმა დაიკავეს 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.

გუშინ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ჰადრუთის რაიონში.

არ არის ნათელი, ბაქოს მიერ 13 დეკემბერს გაკეთებული განცხადება ჰადრუთს ეხება თუ არა.

ამასობაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანს ბრალი დასდო შეთანხმების „ფართო მასშტაბის“ დარღვევებში, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია.

გუშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა ჰადრუთში ეთნიკური სომხების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების წინააღმდეგ იერიშში.

ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა მანამდე განაცხადეს, რომ მისი სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა 11 დეკემბრის შეტაკებებში.

მთიანი ყარაბაღი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ მას და მიმდებარე ტერიტორიებს ყარაბაღის სომხური ძალები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების დამდეგიდან.

ორ მხარეს შორის წლების განმავლობაში ხდებოდა დროდადრო შეტაკებები, მაგრამ სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო და დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიებსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG