Accessibility links

site logo site logo

ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, საქმე დაიხურა - პროკურატურა


პროკურატურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე იხურება. ამის შესახებ ცნობილი თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.

"მოპოვებელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან თავი თვითმკვლელობით დაასრულა", - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ​ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს მან გუგლის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად. მანვე აღნიშნა, რომ თვითმკვლელობის მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თამარ ბაჩალიაშვილმა 2020 წლის 17 ივლისს 13:48 საათსა და 13:58 საათზე გუგლის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი "საძილე აბები ურეცეპტოდ" და "სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფისქოტროპული აბები

"ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა - გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში", - თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, თვითმკვლელობის მიზნით, თამარ ბაჩალიაშვილმა დალია წინა დღეს, 17 ივლისს შეძენილი წამლები:

"საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია".

პროკურატურა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გაუჩნდა. უწყება საუბრობს უფროსის მიმართ "გრძონებზე" და მიანიშნებს ოჯახში კონფლიქტზე:

"საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება - რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ".

პროკურატურის ვერსია მიუღებელია გარდაცვლილის ოჯახისთვის.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG