Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია სამგორში 7 უკანონო ნაგებობის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს


თბილისის მერია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, 7 უკანონო შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მედიით აფრთხილებს და დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაიწყებს დემონტაჟს“, - აცხადებს მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა.

ჯღარკავას მტკიცებით, დამრღვევები არ იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე, რის გამოც ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.

„თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცებას და მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს თითოეული ასეთი დარღვევის გამოსავლენად“, - ამბობს ჯღარკავა.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, ასევე, აცხადებს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელ სახლებს.

„მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟზე, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ“, - ამბობს ის.

მერიის სამსახურებმა 16 უკანონო ნაგებობა დაანგრიეს 15 დეკემბერს სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG