Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ISFED-ის არგუმენტს "სუსტ განმარტებას" უწოდებს


"ქართული ოცნება" "სამართლიანი არჩევნების" არგუმენტს პარალელურ დათვლაში დაშვებულ შეცდომაზე "სუსტ არგუმენტს" უწოდებს. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციაში მიზეზი "ადამიანური შეცდომით" ახსნეს, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დანიშნა.

"როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (PVT-ის მონაცემები) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ხარვეზის მიზეზი "ადამიანური შეცდომაა"... ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებამდე, "სამართლიანი არჩევნების" გამგეობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათ დაადასტურეს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ელენე ნიჟარაძემ დატოვა, პარალელური დათვლის დროს დაშვებულ შეცდომას კი "ადამიანური შეცდომა" უწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG