Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიღწევა არის ის, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შედეგად, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი.


რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი იმუშავებს ისეთ ფორმატში, როგორც ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა.


„გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ, ამ ოპოზიციაში-რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის მთავარი შეთავაზება, თალაკვაძის თქმით, სწორედ საარჩევნო რეფორმის დასრულებას შეეხებოდა. თალაკვაძე ოპოზიციისადმი მმართველი გუნდის შეთავაზებას სამართლიანს უწოდებს და მოუწოდებს ყველა ძალას, რომ მოემზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის


„ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანია: რაც წარსულს ეხება მოდით ერთად გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია, ხოლო რაც მომავალს ეხება - ერთად ჩავატაროთ შემდგომი საარჩევნო რეფორმა და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG