Accessibility links

logo-print logo-print

საპფო 31-ე ფრაგმენტი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ორი რუბრიკით, Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) და Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს საპფოს 31-ე ფრაგმენტსა და გაიუს ვალერიუს კატულუსის 51-ე ლექსზე. ეს ერთი ლექსის ორი ვერსიაა, რადგან ფორმალურად კატულუსის ლექსი საპფოს 31-ე ფრაგმენტის თარგმანს წარმოადგენს. რატომ „ფორმალურად“? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ თარგმანში ლირიკული გმირის, პირველი პირის, სქესი შეიცვალა და ამით ფუნდამენტურად შეცვალა ლექსის შინაარსი: ჰომოსექსუალური დამოკიდებულება ჰეტეროსექსუალურით შეცვალა. ამ ლექსში სამი სუბიექტია: სატრფო ქალი, მის წინაშე მჯდომი, „ღმერთების თანასწორი“ კაცი და მეტრფე ქალი (საპფო) ან კაცი (კატულუსი). პირველი შეკითხვა ეხება კაცს, რომელიც „ჩვენი“ სატრფოს წინ ზის. ვინ არის ეს კაცი? მეტრფე, საქმრო, ქმარი, არავინ? არ ვიცით. ვიცით, რომ „ღმერთების თანასწორია“. რატომ არის ის ასეთი? იმიტომ რომ მას შეუძლია აუღელვებლად იჯდეს მთხრობელი სატრფოს წინაშე და არ დაიწვას, არ დაიფერფლოს ამ ქალის ძალით. „ღმერთების თანასწორისა“ უნდა გვშურდეს? მასზე უნდა ვეჭვიანობდეთ? ამ ლექსში ბევრი ჰომეროსია. „ღმერთების თანასწორი“ მეომარია ჰომეროსი. ჰომეროსი ჰელენეს სილამაზეს არ აღწერს, მაგრამ მის სილამაზეს ადამიანებზე ზემოქმედებით გადმოგვცემს. როდესაც ჰელენე გამოჩნდება ტროის გალავანზე, მოხუცი ტროელები დრტვინავენ, როგორ შეიძლება ამ უცხო ქალის გამო ჩვენი შვილები იხოცებოდნენო და როგორც კი ჰელენე ჩაივლის, ისინი დაასკვნიან, ღირს ამ ქალისთვის ომიო. „ის კაცი“ ღმერთების თანასწორია, მაგრამ „ის ქალი“, სატრფო, ღმერთებზე მეტია...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG