Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვის კომპანია აშშ-ში ორი შენობის გაყიდვას აპირებს


აშშ-ში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია Optima Ventures-მა, რომელიც უკრაინელ ოლიგარქებს, იგორ კოლომოისკისა და გენადი ბოგომოლოვს ეკუთვნის, შუამდგომლობა აღძრა შტატ დელავერის სასამართლოში დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად ორი შენობის გაყიდვის თაობაზე.

რადიო თავისუფლებამ საკუთარი თვალით ნახა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც სასამართლოში 24 დეკემბერს შევიდა.

ზემოხსენებულ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების უმსხვილეს ოპრატორად ითვლება შუა დასავლეთში, სურს გაყიდოს 22 სართულიანი შენობა „პაბლიქ სქუერზე“ და სასტუმრო „ვესტინ კლივლენდ დაუნთაუნი“ (Westin Cleveland Downtown).

კომპანია Optima Ventures-ს ამ აქტივებზე დაუგროვდა 50 მილიონი დოლარის დავალიანება.

იგორ კოლომოისკისა და გენადი ბოგომოლოვს აშშ-ი ადანაშაულებს უკრაინული „პრივატბანკის“ საშუალებით გათეთრებული ფულით უძრავი ქონების შეძენაში. საუბარია 9 ობიექტზე, რომელთაგან კიდევ ორი ექვემდებარება ამოღებას.


კოლომოისკი და ბოგომოლოვი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აშშ-ში ობიექტები შეიძინეს მეფოლადეობის ბიზნესით მიღებული თანხებით.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 4 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებს საქმეს კოლომოისკისა და ბოგომოლოვის მიმართ ფულის გათეთრებისა და გაფლანგვის საქმეზე.

რადიო თავისუფლებას FBI-ში განუცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG