Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ადასტურებს ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან კომუნიკაციას


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პარლამენტში არჩეული რვა საარჩევნო საარჩევნო სუბიექტიდან ხუთთან კომუნიკაციის შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. ის ამბობს, რომ პარლამენტში სამზე მეტ პარტიას ელოდება.

„ჩვენი ვარაუდი არის, რომ უკვე თებერვალ-მარტში არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული და არც სამპარტიული“, - თქვა კობახიძემ. ის აღნიშნავს, რომ ელოდება პარლამენტს, რომელშიც იქნება სამ პარტიაზე მეტი. „შეიძლება ყველა შემოვიდეს“, - დაამატა მან.

როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. „საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იყო ეს, რომ მათ გარეშეც გვქონოდა ეს კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია შედგა უმრავლესობასთან ამ პარტიების. ხუთ პარტიასთან, რვიდან“, - დააზუსტა კობახიძემ.

დეპუტატი კომუნიკაციაში საკუთარ მონაწილეობასაც ადასტურებს.

„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი სამზე და ოთხზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში, მინიმუმ ხუთ პარტიასთან. მეც ჩართული ვიყავი ბუნებრივია... მე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, კომუნიკაციის ნაწილში, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ეს არ ეხებოდა ორ და სამ პარტიას“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საჯაროდ გამოცხადებული შეხვედრების მეოთხე, ჯერჯერობით ბოლო რაუნდი გაიმართა 8 დეკემბერს.

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციის 54-მა დეპუტატმაც მიმართა, თუმცა მათი საკითხი ჯერჯერობით კენჭისყრაზე არ გასულა. განცხადებების გამოთხოვის ვადა კი 23 დეკემბერს ამოიწურა. ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მოთხოვნებს აყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG