Accessibility links

site logo site logo

დაიწყო ევროკავშირში საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება


დაიწყო აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან, ევროკავშირში, საქართველოს გავლით გაზის მიწოდების პროცესი. აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზი თურქეთსა და ევროგაერთიანებს ქვეყნებს მიეწოდება საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი განმარტებით, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას.

„გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე“,- ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერისვე განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიაში გზასადენით მიწოდებული ნაკადიდან გაზს, საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ იაფად მიიღებს. „კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს“ - ნათქვამია პრემიერს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი კომპონენტი - ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, შარშან გახსნა.

სააგენტო "ტრენდის" თანახმად, აზერბაიჯანმა პირველად შეძლო ბუნებრივი გაზის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება მისლადენის გავლით.

კომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.

„მადლობა მინდა გადავუხარო პარტნიორ ქვეყნებსა და კომპანებს, რომლებმაც შექმნეს „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) და შაჰ-დენიზი 2-ის პროექტი, გაზის სამხრეთის კორიდორი და თავისი წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდებაში“,- განაცახადა მან.

აბდულაევის სიტყვებით, ევროპა გააძლიერებს თავის ენერგოუსაფრთხოებას ახალი წყაროდან, ალტერნატიული მარშრუტით მიღებული გაზის წყალობით.

TAP -ის მმართველი დირექტორის ლუკა სკეპატის თქმით. ეს დღე ისტორიულია არა მხოლოდ პროექტისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიტორიასაც მოიცავს მისლადენი, ასევე მთელი ევროპის ენერგეტიკული ლადშაფტისთვის.

TAP -ის აქციონერები არიან SOCAR (20%), bp (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) и Axpo (5%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG