Accessibility links

logo-print logo-print

უქმე დღეები გამოცხადდა 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით


ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი თბილისში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში არ იმუშავებენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. აღნიშნულ პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე.

არ იმოძრავებს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილი რჩება ღია ბაზრობებიც, რომლებიც სავაჭრო ცენტრებისა და მოლებისგან განსხვავებით, საახალწლოდ არ გაიხსნა.

მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მისცა. მკაცრად იყო აკრძალული მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვებოდა.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების გამოცხადების გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. შედეგად, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე; სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

"ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG